
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, ჩიხარეშის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც არაერთი საზეიმო ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და სილამაზეს ხოტბა შეასხეს და წარმოაჩინეს რაოდენ მრავალფეროვანი და მშვენიერია წელიწადის ეს დრო საქართველოში.
პატარებმა ლექსები და სიმღერები წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.