ლატალის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „თხამ ვენახი შეჭამა“ ორიგინალური და სახალისო მეთოდით ისწავლეს 
05-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სახალისოა. პედაგოგები მათ მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, პატარებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით ანებივრებენ და სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდს მიმართავენ. 

პატარებმა ქართული ხალხური პოეზიის განსაკუთრებული ნიმუში - „თხამ ვენახი შეჭამა“ ხალისით ისწავლეს. 

მასწავლებელმა, მანანა წერედიანმა ბავშვებს ლექსის მუსიკალური ვერსია მოასმენინა, გაკვეთილი კი საოცრად პოზიტიურად და სახალისოდ წარიმართა. სიმღერას აყოლილი პატარები სასიამოვნო სანახავია. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203