„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
09-11-2026

არის თუ არა შესაძლებელი, სკოლამ მასწავლებლებისთვის გამოწეროს პრემია? - აღნიშნული კითხვა სასკოლო საზოგადოებაში ყოველთვის აქტუალური იყო და გარკვეული პერიოდის წინ, კანონმდებლობით სკოლის ხელმძღვანელებს უფლება ჰქონდათ პერსონალი წაეხალისებინათ, თუმცა რამდენად შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ხაზინას დაექვემდებარა - აქვს თუ არა სკოლის დირექტორს უფლება, მასწავლებელს პრემია გამოუწეროს?

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით.

უწყებაში განგვიმარტეს, რომ სკოლის დირექტორი საკუთარი სურვილით პრემიას ვერ გამოწერს, თუმცა ფინანსური წახალისება დაშვებულია წელიწადში ერთხელ. ამისთვის საჭიროა მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო სამსახურებში დასაქმებულთათვის უშვებს პრემიების გამოწერის შესაძლებლობას.

„ეს დოკუმენტი ძირითადად წინასახაალწლოდ გამოიცემა. დირექტორი თვითნებურად პრემიას ვერ გამოწერს, ამისთვის მთავრობის დადგენილებაა საჭირო და ისიც იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შესაბამისი ფინანსური რესურსი არსებობს“, - განაცხადეს სამინისტროში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203