გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, არაფორმალური განათლების პროექტის ფარგლებში, მუსიკა და ხელოვნება ერთიან შემოქმედებით სივრცეში წარმოაჩინეს
05-11-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასში განხორციელებული არაფორმალური განათლების პროექტი. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი განხორციელდა, საგანთაშორისი ინტეგრაციით, მუსიკის მასწავლებლის - მადონა დეკანოიძის ხელმძღვანელობითა და სახვითი ხელოვნების მასწავლებლის - მარინა მეტონიძის თანამშრომლობით.

მოსწავლეებმა შეძლეს მუსიკისა და ხელოვნების ერთიან შემოქმედებით სივრცეში წარმოჩენა. მუსიკალურ ლიტერატურული კომპოზიციის თეატრალიზებული წარმოდგენისა და ქართული ხალხური ცეკვების მომზადება.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 

 

 

https://www.youtube.com/shorts/fT65R8LTSOY

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203