თბილისის N28 სკოლის კლუბ „ნეას“ წევრებმა სახალისო ქიმიური ცდები ჩაატარეს 
05-11-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „ნეა“, რომლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებში არიან ჩართულნი. 

4 ნოემბრის შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები გაეცნენ საკვების, ნამცხვრების მოსამზადებლად გამოსაყენებელ ქიმიურ ნივთიერებებსა და მასთან დაკავშირებულ ცდებს. მე-6 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ჩაატარეს უსაფრთხო ცდები. ისაუბრეს ბუნებაში მიმდინარე პროცესებზე, სადაც ქიმიური ნივთიერებები მონაწილეობენ და გააცნეს ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სასწავლო პროცესს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203