„უკეთესი მომავალი დღევანდელი ზრუნვით იქმნება“-ქობულეთის წმ. კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
05-11-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით ინიციატივას - „ჩემი პირველი ნერგი“ - შეუერთდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე განხორციელებული პროექტის ფარგლებში, პირველკლასელებმა მშობლებთან ერთად ნერგები დარგეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვისა და გამწვანების საქმეში.

აქცია 22 ოქტომბრიდან დაიწყო და 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში შეირჩა 12 სახეობის ნერგი, რომლებიც სპეციალურად რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით განაწილდა.

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივი თანამშრომლობით.

„ჩვენი პირველკლასელებისთვის ეს დღე მხოლოდ ნერგის დარგვა არ ყოფილა - ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდილება, საერთო საქმის კეთების სიხარული და კიდევ ერთი გააზრება იმისა, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ვამაყობთ, ჩვენი პატარებითა და მათი მშობლებით, რომლებმაც ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ინიციატივაში ერთობლივი მონაწილეობით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უკეთესი მომავალი სწორედ დღევანდელი ზრუნვით იქმნება“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ დღეს დარგული ნერგი ხვალინდელი სიცოცხლის, იმედისა და მწვანე მომავლის სიმბოლოა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203