ლახამულას საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს 
05-11-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ და მწვანე მომავლის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა. 

სკოლის პირველკლასელებმა მათი პირველი ნერგი მესტიის სათავგადასავლო პარკში ჩარგეს. პირველკლასელებს ნერგების დარგვაში მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი დაეხმარა. 

სკოლაში ახარებთ ინიციატივა და მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და  ბუნების მოფრთხილებას ასწავლიან.

„ნერგები მათთან ერთად უნდა გაიზარდონ, მათთან ერთად უნდა იხარონ და წლების მერე ძლიერად უნდა  იშრიალონ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს და ერთად ქმნის უფრო მწვანე საქართველოს.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203