ძულუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
04-11-2026
 

27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებილისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართველი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

მოსწავლეები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, შემდეგ კი შეასრულეს სახალისო ტესტები და მწერლის ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ხალისით გასცეს პასუხი. ასევე პატარებმა წერილები მისწერეს საყვარელ მწერალს, გააფერადეს მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციები და, რაც ყველაზე საინტერესო იყო, „აამეტყველეს იაკობი“. ამ შემოქმედებითი აქტივობით ბავშვებმა გააცოცხლეს მწერლის სახე და მისი სათქმელი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეული აქტივობა მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებასთან ერთად აღმოჩნდა შემოქმედებითი თვითგამოხატვის, წარმოსახვისა და ქართული ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავების შესაძლებლობა.

„იაკობ გოგებაშვილის სიტყვა და საქმე დღესაც აგრძელებს სიცოცხლეს ახალი თაობის გულებში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს დიდი წინაპრის დანატოვარზე ზრდიან.

იხილეთ ვიდეომასალა:
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203