მუჟალის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა, პროექტის -  „ჩემი წიგნი“ ფარგლებში,  საყვარელი პერსონაჟები საკუთარი შემოქმედებით გააცოცხლეს
05-11-2026

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

აღსანიშნავია, მე-5 კლასელთა კლასგარეშე აქტივობა, რომელიც პროექტის - „ჩემი წიგნი“ - ფარგლებში განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ნახატების სახით წარმოაჩინეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები და ისაუბრეს საყვარელ გმირებზე.

მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები და ანალიტიკური აზროვნება წარმატებით წარმოაჩინეს.

აქტივობა მოსწავლეებს კლასის დამრიგებელმა ნათია მარგიანმა შესთავაზა. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203