
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს.
პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
პატარებმა პირველი ნერგები ხალისით დარგეს.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, პრემიერის ამ ინიციატივას მიესალმებიან.
იხილეთ ფოტოები: