„თანამედროვე განათლების აკადემიის“ მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით იასპარეზეს
04-11-2026

„თანამედროვე განათლების აკადემია“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და საგნობრივ ცოდნასთან ერთად მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავს, რაც მოწაფეთა მიღწევებზე აისახება. 

CEA-ს მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს და მაღალი შედეგები აჩვენეს.

„კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადა - 2026 წლის გაზაფხულის სეზონზე მიღწეული წარმატებისთვის I ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:

  • ნენე ვარდიშვილი;
  • სესილია ჩარკვიანი;
  • ალექსანდრე მათიაშვილი;
  • ალექსანდრა აბრამიშვილი.

ალექსანდრა აბრამიშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაზეც წარმატებით იასპარეზა და II ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

„კინგსის“ინგლისური ენის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის I ხარისხის დიპლომები გადაეცათ:

  • მათე დარსაველიძეს;
  • ელენე ხაჩიძეს;
  • დემეტრე ვარდიშვილს.

დემეტრე ვარდიშვილმა ასევე II ხარისხის დიპლომი მოიპოვა მათემატიკის ოლიმპიადაზე, ხოლო „ევერესტის“ ოლიმპიადის ოქროს ტურში მიღწეული წარმატებისთვის ბრინჯაოს სიგელით დაჯილდოვდა.

„კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადა:

  • III ხარისხის დიპლომი გადაეცა ზურაბ თოდუას.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებებს! ვუსურვებთ მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას, ახალ შესაძლებლობებსა და წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203