პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი
05-11-2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა წარადგინა; დოკუმენტში გაწერილია, რამდენი ლარი გაიცა განათლების მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებზე, მათ შორის სასკოლო ფორმებისა და სახელმძღვანელოების შესაძენად, ასევე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პედაგოგების ფინანსურ დახმარებაზე. 

ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 076 საჯარო და 204 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 1 225.9 მლნ ლარი;

საჯარო სკოლის მოსწავლეთა 1 801.0 ათასი სასკოლო ფორმის შესყიდვის მიზნით მიიმართა 45.7 მლნ ლარი, ხოლო სასკოლო სახელმძღვანელოების (3 403.2 ათასი წიგნი და 2 356.4 ათასი რვეული) დაფინანსებამ შეადგინა 25.4 მლნ ლარი;

58 მუნიციპალიტეტში 37.2 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსდა საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება;

საგანმანათლებლო დაწესებულების 1.9 ათასი მანდატური უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 735 საჯარო, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები 759 პედაგოგისა და 269 ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების გასაცემად მიიმართა 4.0 მლნ ლარზე მეტი;

„ჩემი პირველი კომპიუტერი“ პროგრამის ფარგლებში 2026-2027 სასწავლო წლის პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის შესყიდულ იქნა 50.0 ათასი ერთეული პორტაბელური კომპიუტერი/ბუქი, რომლის დასაფინანსებლად მიმართულ იქნა 36.9 მლნ ლარი, ხოლო წარჩინებულ მოსწავლეთათვის გადასაცემი 14.6 ათასი ლეპტოპის შესყიდვის მიზნით - 29.6 მლნ ლარი.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203