
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ.
პატარებმა სკოლის ეზოში ცაცხვის ნერგები დარგეს.
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდ ყურადღებას აქცევენ, პრემიერის ინიციატივა ახარებთ.
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით. პროგრამა გაგრძელდება, ჩვენი სკოლის პირველკლასელები კი ყოველთვის ხალისით ჩაერთვებიან ამ საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.