
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის პირველკლასელები სიხარულით შეხვდნენ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს.
პატარებმა, დამრიგებლის - მადონა კორძაძის ხელმძღვანელობით, ვანში, მშვიდობის გორაზე ნერგები დარგეს.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მუქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: