
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო.
პატარა მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ, სადაც ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს, იხალისეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს.
„სკოლის პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული და ემოციებით სავსე დღე იყო!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ.
„სიხარული, ღიმილი და ბავშვური ემოციები - სწორედ ასეთი დღეები გვილამაზებს ბავშვობას!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: