სალხინოს საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
04-11-2026

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს გამწვანებაზე იზრუნეს. 

პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“​ და სკოლის ეზოს ახალი სიცოცხლე შემატეს. გარდა ამისა, დაირგო წიწვოვანი ნერგი, რომელიც სკოლას პროექტის -„მწვანე ავტოგრაფის“ ფარგლებში, ოქტომბრის დასაწყისში ყოფილმა მოსწავლემ აჩუქა.

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და ამ მიზნით მოწაფეებს არაერთ პროექტსა თუ აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203