მარტუნის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ნერგები დარგეს
04-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლის პირველკლასელები სიხარულით შეხვდნენ პრემიერის გარემოსდაცვით ინიციატივას - „ჩემი პირველი ნერგი“ და სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში, ნერგებს კი სამომავლოდაც გულმოდგინედ მოუვლიან და გაუფრთხილდებიან. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203