
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღეს ხეების დარგვის ღონისძიებაში.
თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ხე დარგო და ამით ბუნების დაცვისა და გამწვანების საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო. მათ პრაქტიკულად გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებაზე ზრუნვა, ხეების მოვლა და გარემოს დაცვა.
„პატარა ხელებით დარგული ხეები გაიზრდება და ბავშვებთან ერთად კიდევ უფრო ლამაზ მომავალს შექმნის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ინიციატივა.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: