31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ გარემოსდაცვით დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში შავი ზღვის მნიშვნელობის, ბუნებრივი სიმდიდრეებისა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს:
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მიიღეს წერილი და მოკითხვა შავი ზღვისგან, რამაც ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია.
„გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობრებო!
მე შავი ზღვა ვარ, 31 ოქტომბერი ჩემი დაბადების დღეა, მიხარია რომ ამ დღეს ჩემზე საუბრობთ, ჩემს მნიშვნელობას კიდევ ერთხელ იხსენებთ. მე მხოლოდ წყლის დიდი სივრცე არ ვარ, მე სიცოცხლის, სილამაზისა და სიმდიდრის სამყაროს წარმოვადგენ, ჩემს ტალღებში უამრავი ბინადარი ცხოვრობს, რომელსაც სათუთად ვუფრთხილდები.
ჩემი ლამაზი სანაპიროები ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ახარებს. გული მტკივა, როდესაც ჩემს წყალში ნაგავს ყრიან. პლასტმასის ბოთლები, ცელოფნის პარკები, თოკები, რომელიც აბინძურებს ჩემს წყალს. არის შემთხვევები სატვირთო გემიდან იღვრება ნავთობის ნედლეული, რაც ცოცხალი ორგანიზმებისთვის მომაკვდინებელია.
მინდა ვიყო ლურჯი, სუფთა წყალი და ჩემი ტალღები მიმზიდველი იყოს. ალბათ როცა ვბრაზდები, მაშინ არის ჩემი ტალღები ბობოქარი.
მინდა იცოდეთ:
1. არასოდეს ჩაყაროთ ნაგავი ზღვაში და მის შემოგარენში.
2. შეამცირეთ პლასტმასის გამოყენება.
3. გაუფრთხილდით ზღვის ცოცხალ გარემოს.
4. არ დააზიანოთ მცენარეები და ცხოველები.
5. დაიმახსოვრეთ წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია.
ჩემო პატარა მეგობრებო ალბათ გაგიკვირდებათ წერილის მიღება, მაგრამ ყველა სკოლა არის ჩემთვის ცნობილი, რომელიც ჩემს დაბადების დღეს აღნიშნავს, ვუყვარვარ და მიფრთხილდებიან. გახსოვდეთ, რომ მომავალი თაობა თქვენს ხელშია. ეს არის ჩვენი პლანეტების ხვალინდელი დღე.
მადლობას გიხდით, ჩემი დაბადების დღის მოლოცვისთვის. მინდა იყოთ ძალიან ბედნიერი, გიყვარდეთ და აფასებდეთ ჩვენს ქვეყანას, სადაც ლურჯად ლივლივებს ჩემი ტალღები . გელოდებით ზაფხულში. მე თითოეულ თქვენთაგანს ვიცნობ. მომიფრთხილდით და გაგახარებთ. პატივისცემით შავი ზღვა თავისი ცხოველთა და მცენარეთა სამყაროთი“,- წაიკითხეს მოსწავლეებმა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ლალი წულაია, ნანა ცინცაძე, ელენე სიხარულიძე და ანა დოლიძე.