ორღულის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ბზის ნერგები დარგეს
04-11-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ ორღულის საჯარო სკოლის პირველკლასელები 2 ნოემბერს შეუერთდნენ და სკოლის ეზოში ბზის ნერგები დარგეს. 

„ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია სამყაროში მწვანე გარემოს შესაქმნელად. წარმატებებს გისურვებთ, პატარა მერცხლებო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ ინიციატივა. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.

იხილეთ  ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203