დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ივერიის“ პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
04-11-2026

27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ გამორჩეულ თარიღს დავით რიჟამაძის სახელობის მრავალპროფილიან საშუალო სკოლა „ივერიაში“ განსაკუთრებულად გამოეხმაურნენ. 

საბავშვო მწერილის დაბადების დღე პირველკლასელებმა საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს.

პატარებმა შექმნეს ლამაზი ნამუშევრები და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ადამიანი, რომელმაც ქართველ ბავშვებს „დედა ენა“ აჩუქა.

პედაგოგი ირმა ნაცვლიშვილი პირველკლასელებს იაკობ გოგებაშვილს ღვაწლზე ესაუბრა და შეახსენა მისი როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203