
კერძო სკოლა „ეისის“ მოსწავლეები უცხოურ ენებს ხალისით სწავლობენ. მათ სიღმისეულ და ხარისხიან განათლებაზე კი პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო მეთოდებს, აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს.
მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საზოგადოებას შეახსენეს რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნება.
იხილეთ ვიდეო: