
სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
მე-7გ კლასის მოსწავლეები სადამრიგებლო საათის ფარგლებში სამედიცინო ლაბორატორიის მუშაობას გაეცნენ.
მე-7 კლასელები synevo-ს ლაბორატორიას სტუმრობდნენ. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ლექცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანალიზების ჩაბარება გარკვეული პერიოდულობით, როგორ მიმდინარეობს ანალიზის აღება, ლაბორატორიული შემოწმება, შეიტყვეს ინფორმაცია სისხლის შემადგენლობასა თუ ბაქტერიებზე, მოინახულეს ლაბორატორია.
სკოლაში მადლობას უხდიან synevo-ს ხელმძღვანელობას გულთბილი მასპინძლობისა და საინტერესო ვიზიტისთვის.