შემეცნებით-გასართობი აქტივობები, საინტერესო გამოწვევები და კონკურსები- სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა
04-11-2026

კერძო სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, VII–XII კლასის მოსწავლეებმა კვირა სასიამოვნო, მხიარული და ემოციებით სავსე ღონისძიებით დაასრულეს.

დღე მრავალფეროვანი და შემეცნებით-გასართობი აქტივობებით, საინტერესო გამოწვევებითა და სხვადასხვა ნომინაციაში გამართული კონკურსებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები, იაქტიურეს, ითანამშრომლეს და ერთად შექმნეს დაუვიწყარი განწყობა.

„მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობას ორგანიზებისა და ინიციატივისთვის, თითოეულ მონაწილეს კი — ჩართულობისთვის, ენერგიისა და დადებითი ემოციებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ინიციატივებს ყოველთვის ახალისებენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203