ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის ​მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ძველ თბილისში ჩაუტარდათ
04-11-2026

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

სულ ახლახან, სკოლა-გიმნაზიის X კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის გასვლითი გაკვეთილი ძველ თბილისში ჩაუტარდათ. 

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების - „შუშანიკის“ შესწავლის შემდეგ, ბავშვებმა მეტეხის ტაძარში წამებული დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე იყვნენ აბო თბილელის სახელობის ტაძარში, სადაც ადგილის ისტორიას გაეცნენ.

გასვლითი გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

„გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203