
მასწავლებლის შესაფასებელი კომისიების შექმნისა და სისტემაში მათი დამატების ვადა გახანგრძლივდა. eSchool-ში შესაბამისი აქტივობებისთვის სკოლებს ვადა 5 ნოემბრის ჩათვლით მიეცათ.
დროის გახანგრძლივება სკოლების ხელმძღვანელებს დამატებით ვადას აძლევს, რათა უზრუნველყონ შეფასების პროცესისთვის საჭირო კომისიების ფორმირება და სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვა.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სისტემაში კომისიის შექმნამდე სკოლამ უნდა განსაზღვროს კომისიის შემადგენლობა. სკოლას შეუძლია შექმნას კომისია სამივე მიმართულებისთვის ერთდროულად ან მიმართულებების მიხედვით ცალ-ცალკე. მიმართულებებია: „სწავლა სწავლება“, „მართვა-ადმინისტრირება“ და „საგანმანათლებლო კვლევა“.