
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ - სიხარულით შეუერთდა.
სკოლის პირველკლასელებმა საკუთარი ხელით დარგეს ნერგები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე ბავშვებისთვის არა მხოლოდ სასიამოვნო გამოცდილება, არამედ მნიშვნელოვანი გაკვეთილიც იყო - ბუნების სიყვარულის, გარემოზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
„გვჯერა, რომ დღეს დარგული პატარა ნერგები გაიზრდება და ბავშვებთან ერთად კიდევ უფრო ლამაზ და მწვანე მომავალს შექმნის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.