„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - შემოქმედებითი თავისუფლების ზეიმი ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში
04-11-2026

შემოდგომა წელიწადის ის განსაკუთრებული დროა, როცა ბუნება საოცარ ფერთა პალიტრად გარდაიქმნება და ყოველივე ირგვლივ პოეზიით ივსება. სწორედ ამ განწყობით გაიმართა ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგთა შემოქმედებითი შეხვედრა შემოდგომასთან - გამოფენა სახელწოდებით - „ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“

გამოფენას ორგანიზება გაუწიეს სპორტისა და ესთეტიკის კათედრის პედაგოგებმა - ვერა ლომიძემ, თამილა გიგატაძემ, დავით მოდებაძემ და ზაალ გურულმა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ დამთვალიერებლებს შემოდგომის სილამაზე, სითბო და სევდანარევი რომანტიკა კიდევ ერთხელ შეაგრძნობინა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოქმედებითად გაფორმებული ნამუშევრები, კომპოზიციები და შემოდგომის მრავალფეროვანი დეკორაციები. თითოეულ ექსპონატში იგრძნობოდა ავტორთა ფანტაზია, გემოვნება, შრომისმოყვარეობა და სილამაზის განსაკუთრებული აღქმა. ფერადი ფოთლები, ბუნებრივი მასალები, სეზონური ნობათი და ორიგინალური იდეები ერთიან, ჰარმონიულ გარემოს ქმნიდა.

გამოფენის სივრცეში მშვიდი, ჰარმონიული მუსიკა ჟღერდა, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა პედაგოგების მიერ ჩაწერილი ხმები - პოეტური სტრიქონების ემოციური კითხვა.

„ლექსის თითოეული სტრიქონი თითქოს შემოდგომის სიჩუმეს, ჩამოცვენილი ფოთლების სევდასა და ბუნების იდუმალ სილამაზეს აცოცხლებდა. მუსიკისა და პოეზიის ეს საოცარი სინთეზი დამთვალიერებლებს დაუვიწყარ განწყობას უქმნიდა

პედაგოგებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რომ მათი შემოქმედებითი სამყარო მხოლოდ საგაკვეთილო პროცესით არ შემოიფარგლება. გამოფენა იქცა სილამაზის, თანამშრომლობის, დადებითი ემოციებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ზეიმად. ამ ლამაზმა დღემ ყველას შეახსენა, რომ შემოდგომის ყოველი ჩამოცვენილი ფოთოლი ბუნების პატარა შედევრია, რომელსაც თავისი ისტორია და მშვენიერება აქვს.

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203