საშემოდგომო ღონისძიება და კულინარიული შეჯიბრი რცხილათის საჯარო სკოლა​ში 
04-11-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ, იმართება არაერთი ღონისძიება, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის, არამედ მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

სულ ახლახან, საბაზო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლის - მზია კაპანაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა ორი საინტერესო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ და კულინარიული დუელი.

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს. ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ და შემოდგომის სიუხვესა და მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. 

პატარებმა საშემოდგომო ნობათიც გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

კულინარიული დუელი კი საყვარელი კერძების მომზადებას დაეთმო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203