
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დატრიალდა.
I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ლექსებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ.
პატარებმა საშემოდგომო ნობათიც გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და უხვია შემოდგომა კახეთში. ბოლოს კი ჩურჩხელები ამოავლეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: