დეხვირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
04-11-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივას შეუერთდნენ. 

23 ოქტომბერს, სახელმწიფო პროგრამის - „ჩემი პირველი ნერგი“ - ფარგლებში მათ ცაგერის სტადიონზე საკუთარი პირველი ნერგები დარგეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე მათთვის მხოლოდ ხის დარგვა არ ყოფილა - ეს იყო პირველი პირადი ნაბიჯი ბუნებაზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობისკენ.

„თითოეული ნერგი მომავალზე ზრუნვის სიმბოლოა, ხოლო თითოეული პირველი კლასელი - იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც მწვანე საქართველოს შექმნაში თავის პირველ კვალს ტოვებს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს და ერთად ქმნის უფრო მწვანე საქართველოს.

პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. მის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 12 სახეობის ნერგი დაირგვება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203