კოხტის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გარემოს გამწვანებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
04-11-2026

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ინიციატივას წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის პირველკლასელები დიდი სიხარულით შეუერთდნენ და დამრიგებელთან ერთად საკუთარი პირველი ხეები დარგეს.

პატარები დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში და საკუთარი პატარა წვლილი შეიტანეს ჩვენი გარემოს გამწვანებაში. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების სიყვარულისა და მასზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას, ასევე გარემოსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203