ნახუნაოს საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო 
04-11-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდა. 

29 ოქტომბერს, სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა - ნუცა ზარქუამ სკოლის ეზოში ნეკერჩხალი დარგო. 

„სკოლის დირექცია ნუცასთან ერთად მოუვლის და გაახარებს ამ ნეკერჩხალს, ხოლო ნუცას უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებულ სასწავლო წლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

ფოტოების ავტორი: დავით პირტახია

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203