
27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ვზეიმობთ. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ღონისძიებით გამოეხმაურნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში.
ღონისძიება სახელწოდებით - „მე შენ დათესილ სიკეთეს ვიმკი“- მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალა.
ღონისძიება დირექტორის - ციური გოგიბერიძის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები - რესურსცენტრი, დირექტორები, მოქმედი და ყოფილი მასწავლებლები.
ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და კურსდამთავრებულები.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: