
27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღეა. წელს ეს მნიშვნელოვანი თარიღი უკვე მეოთხედ აღინიშნა და მასწავლებლის პროფესიის, მისი განსაკუთრებული მისიისა და საზოგადოებაში პედაგოგის როლის დაფასებას მიეძღვნა.
ეს ღირსშესანიშნავი თარიღი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა მასწავლებლის როლი განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“.
მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით სკოლას სტუმრობდა წარმატებული კურსდამთავრებული, კლუბის - „წიგნიერები“ გამორჩეული წევრი ანამარია ხარშილაძე. მან მასწავლებლის დღე მიულოცა პედაგოგებს, მათ მის განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადა. კლუბის წევრებს კი გზა დაგვილოცა წიგნიერი მომავლისაკენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: