
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლამ საიუბილეო თარიღი აღნიშნა.
სკოლის საუკუნენახევრიან ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა. სკოლის დაარსებიდან 145 წლისთავი სასკოლო საზოგადოებამ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა.
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“. ღონისძიების ფარგლებში საშემოდგომო ფესტივალი მოეწყო, რომელშიც მთელი სკოლა მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე აღინიშნა სკოლის მდიდარი წარსული და ის ტრადიციები და ღირებულებები, რომლებზეც მოსწავლეები იზრდებიან.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: