აზმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
03-11-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ დიდი შემართებით შეუერთდნენ. 

პირველკლასელებმა, მეგობრების დახმარებით დარგეს, მათი პირველი ხე დარგეს.

სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.

„პროგრამის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყოს ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის, ზრდის მხარდაჭერას. ჩემს პირველებთან ერთად გაიზრდებიან მათი დარგული ხეებიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203