
27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს სკოლა „დეაში“ გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
„დედაენის“ ავტორის დაბადების დღე პირველკლასელებმა განსაკუთრებულად იზეიმეს და თარიღი სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი აქტივობით აღნიშნეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ქართული ენის, წიგნისა და ცოდნის მნიშვნელობა.
„პატარა ნაბიჯები, დიდი აღმოჩენები და სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თაობებს ქართული წერა-კითხვის ჯადოსნური სამყარო გაუხსნა. „აი ია“ - პირველი ნაბიჯი ცოდნის უსასრულო სამყაროში!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს სახელოვანი ქართველების დანატოვარზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: