იტავაზის საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებმა ​კავკასიური ფიჭვის ნერგები დარგეს
03-11-2026

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

მოსწავლეები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდნენ და 2 ნოემბერს სკოლის ეზოში კავკასიური ფიჭვის ნერგები.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გამწვანების მნიშვნელობის გააზრება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიმდინარეობა ფოტოებზე აღიბეჭდა. ასევე, პირველკლასელი მოსწავლეების მიერ დარგული მცენარეები დარეგისტრირდა შესაბამის საიტზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203