შემოდგომის ფერები, მეგობრობის სითბო და ბედნიერი წუთები სკოლა „ლომისში“
03-11-2026

კერძო სკოლა „ლომისში“ გრანდიოზული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა. ფერადმა დეკორაციებმა კი სკოლაში საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალა. 

მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები. ბავშვებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს საცეკვაო ნომრები, თემატური სიმღერები, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები აჩუქეს.

„შემოდგომის ფერები, მეგობრობის სითბო და ბედნიერი წუთები სკოლა „ლომისში“!- ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ ლამაზ დღესასწაულს ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203