
თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს და მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ია ტუშურის ხელმძღვანელობით, მე და საზოგადოების შესწავლისას იმუშავეს საინტერესო პროექტზე - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“.
პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა.
შეგროვილი და მათივე შექმნილი მასალით მოსწავლეებმა კლასში მოაწყვეს მინი მუზეუმი, მათ დამოუკიდებლად და საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები.
იხილეთ ფოტოები: