საშემოდგომო დღესასწაული და შთამბეჭდავი კოსტიუმირებული ღონისძიება სკოლა „ჯეო სქაიში“ 
03-11-2026

სკოლა „ჯეო სქაიში“ შთამბეჭდავი კოსტიუმირებული ღონისძიება მოეწყო.საშემოდგომო დღესასწაული, საშემოდგომო ფერებით, განსხვავებული პერსონაჟებითა და ბევრი ბედნიერი ბავშვით.

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა.

მრავალფეროვანი კოსტიუმები, სახასიათო პერსონაჟები, შემოქმედებითი სახეები და უამრავი ღიმილი - თითოეულმა მონაწილემ თავისი წვლილი შეიტანა ამ დღის შექმნაში.

განსაკუთრებული სითბო კი მშობლების აქტიურმა ჩართულობამ შემატა. მათი ენთუზიაზმი, მხარდაჭერა და ბავშვებთან ერთად გაზიარებული ემოციები კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლისა და მშობლის თანამშრომლობა.

„ერთად შექმნილი დღეები ყველაზე ლამაზ მოგონებებად რჩება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრება გაუმრავალფეროვნონ და ბედნიერი და ლაღი ბავშვობა აჩუქონ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203