კერძო სკოლა „თამარისში“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წესების სრული დაცვით ჩატარდა
03-11-2026

კერძო სკოლა „თამარისის“ მოსწავლეები დემოკრატიულ ღირებულებებზე იზრდებიან. 

ახლახან, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდნენ  სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის (VII-XII კლასების) მოსწავლეები.

არჩევნები ჩატარდა თანასწორობისა და ფარული კენჭისყრის საფუძველზე, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის დაცვით.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი პასუხისმგებლობა და აქტიურობა გამოიჩინეს არჩევნების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესში.

​შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა არის სკოლის არჩევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას სკოლის მართვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

https://www.facebook.com/reel/1391649883052411

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203