
23 ოქტომბერს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა. სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, პირველკლასელებმა დაახლოებით 15 ლოკაციაზე, ჯამში 340 ნერგი დარგეს.
აქციაში მონაწილეობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის პირველკლასელი ვანო ღურჭუმალიძე, რომელმაც საკუთარი პირველი ნერგი დარგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.