ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნერგები დარგეს.
პატარები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ, ამიტომ პრემიერის ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
იხილეთ ფოტოები: