
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
„სკოლის ეზოში დღეიდან ახალი სიცოცხლე იწყებს აფეთქებას... პატარა ხელებით დარგული ახალი ნერგი ბავშვებთან ერთად გაიზრდება და გაძლიერდება ბედნიერ და მწვანე გზას გისურვებთ, პატარებო!“,- აღნიშნავს მოსწავლეთა დამრიგებელი და მოსწავლეებს ბუნების დაცვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლის.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: