„თითოეულმა ბავშვმა პირობა დადო, რომ მუდმივად იზრუნებს თავის ნერგზე“-ქვემო ქვალონის N1 სკოლის ეზოს პირველკლასელემა ახალი სიცოცხლე შემატეს
03-11-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.

პატარებმა სკოლის ეზოში საკუთარი ხელით დარგეს პირველი ნერგები.

სკოლაში ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ. 

„ეს იყო საოცარი, ემოციური და პასუხისმგებლობით სავსე მომენტი, რადგან თითოეულმა ბავშვმა პირობა დადო, რომ მუდმივად იზრუნებს თავის ნერგზე. ეს პატარა ხეები ხომ მათთან ერთად გაიზრდებიან და წლების შემდეგ ჩვენს ლამაზ სკოლას კიდევ უფრო დაამშვენებენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ბუნებაზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203