
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მწვანე მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.
მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ ნავარძეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებიც, მასწავლებლებთან ერთად, დიდი ხალისით შეუერთდნენ. პატარა ხელებით, მაგრამ დიდი გულით შეუდგნენ საქმეს და სახელობითი ნერგებიც დარგეს.
„პატარებმა გზადაგზა ახალ აღმოჩენებსაც მიაკვლიეს და ბედნიერებისგან თვალები კიდევ უფრო აუციმციმდათ! დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად მოუვლიან და მორწყავენ თავიანთ ნერგებს, დააკვირდებიან მათ ზრდას და სიხარულით შეხვდებიან ყოველ ახალ ფოთოლს!“,- გვეუბნებიან სკოლაში და ინიციატივა ახარებთ.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: