რგანის საჯარო სკოლის ოთხმა პირველკლასელმა მუხის, ნეკერჩხლის და ცაცხვის ხის ნერგები დარგო
03-11-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.

სკოლაში სულ 4 პირველკლასელი სწავლობს, რომელთაც 2 მუხის, 1 ნეკერჩხლის და 1 ცაცხვის ხის ნერგები დარგეს. 

„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს. 
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ რგანის საჯარო სკოლაში მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები იზრდებიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203