„რთველი საქართველოში“ - განძის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-11-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო შემეცნებითი ღონისძიებებით, პროექტებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება. 

ახლახან, სკოლაში მე-6 კლასის მონაწილეობით განხორციელდა სასწავლო-შემეცნებითი პროექტი - „რთველი საქართველოში“. მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი, მოიპოვეს ინფორმაცია რთველის შესახებ, გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიას და ეს ყველაფერი ვიზუალურად პრეზენტაციით წარმოადგინეს. 

პროექტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ბავშვებმა ცოდნა გაიმდიდრეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

პროექტს მასწავლებელი მაკა ანთაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203